თსუ-ის რექტორი ინფორმაციული საზოგადოების განვითარების ინსტიტუტს შეხვდა

უნივერსიტეტების სიახლეები

DSCF9574

7 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ შექმნილ, ინფორმაციული საზოგადოების განვითარების ინსტიტუტს  შეხვდა. ჯგუფის წევრებმა რექტორს გააცნეს იმ კვლევის შედეგები, რომელიც ამ ჯგუფმა ერთი კვირის განმავლობაში უნივერსიტეტის მასშტაბით ჩაატარა.

DSCF9579

აღნიშნული კვლევა ეხებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებს. როგორც კვლევიდან გახდა ცნობილი, სტუდენტთა უკმაყოფილებას, ძირითადად, გაუმართავი ბაზები, სახელმძღვანელოების ელექტორნული ვერსიების არარსებობა და ლექტორების მიერ ლექციების გაცდენა იწვევს. ასევე, სტუდენტების მიერ დასახელებული პრობლემები შეეხებოდა უნივერისტეტის კვების ობიექტის მუშაობის გაუარესებას, სადაც მათ გრძელ რიგში დგომა უწევთ და ლექციებს შორის 10-წუთიანი შესვენების დროს 15 წუთს რიგში კარგავენ. როგორც კველვის შედეგებიდან გახდა ცნობილი, ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს უნივერსიტეტის მომსახურე პერსონალის არაკვალიფიციურობა. გამოკითხულ სტუდენტთა აზრით, ეს უკანასკნელი პრობლემა მომსახურე პერსონალის მეტი ინფორმირებულობითა და მათზე კონტორლის დაწესებით შეიძლება მოგვარდეს.

DSCF9585

კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ, ბატონი ლადო პაპავა ცალ–ცალკე გამოეხმაურა თითოეულ დასახელებულ პრობლემას. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია სტუდენტებმა ხმამაღლა გამოთქვან თავიანთი აზრი და დაასახელონ ის პრობელები, რაც მათ აწუხებთ. „მეგობრებო, თუ არ დაფიქსირდა შემთხვევები, რეაქცია ვერ იქნება“ – განაცხადა ბატონმა ლადომ.

რექტორმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნო ის გეგმები, რაც ბაზების პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით არსებობს და განაცხადა, რომ გაზაფხულის სემესტრისთვის ბაზების პრობლემა მოგვარებული იქნება. „თუ ეს არ გამოვიდა, გაძლევთ პირობას, რომ ვინც დამნაშავე იქნება, ის დაისჯება“ – აღნიშნა ბატონმა ლადომ. თანაც დაამატა, რომ მართალია, შემდგომ უკვე დამნაშავის დასჯა პრობლემას ვეღარ გამოასწორებს, თუმცა ყველანაირად ეცდება, რომ ეს საკითხი თებერვლისთვის უკვე მოგვარებული იყოს.

DSCF9577

უნივერსიტეტის რექტორმა დამსწრე საზოგადოებას იმ სიახლის შესახებაც ამცნო, რომელიც საზაფხულო სკოლას უკავშირდება. მისი განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მფლობელობაში არის კიდევ ერთი კორპუსი, რომელიც ტაბახმელაში მდებარეობს და იქ შესაძლებელია გაკეთდეს ზაფხულისა და ზამთრის სკოლები.

შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დასასრულს ბატონი ლადო პაპავა უნივერსიტეტის ბიუჯეტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ 2014 წლისთვის განათლების სამინისტროს მიერ დამატებით გამოყოფილი 80 მილიონი ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევების წახალისებას.

ნიკა ჩერქეზია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები