თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით, პარასკევს, 6 დეკემბერს, 19:00 საათზე, 214-ე აუდიტორიაში გაიმართა ლევან აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. საღამოზე მიწვეულნი იყვნენ ლევან აბაშიძის დედა – ქალბატონი მანანა ხიდაშელი, გიო მგელაძე, გოგი ხოშტარია, გაგა ნახუცრიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, ზურა ყიფშიძე, ცაცო გოდერძიშვილი. ლევან აბაშიძის შესახებ ისაუბრეს საღამოს ორგანიზატორებმა, მსახიობის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდი და მისი ტრაგიკულად დაღუპვის დეტალები გაიხსენეს ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა. მაყურებელმა ნახა ვიდეო-კოლაჟი ლევან აბაშიძის სხვადასხვა კინო-როლისა და მისი ბოლო, დაუმთავრებელი ფილმი, გიო მგელაძის „არა მეგობარო“.
გიორგი ცინაძე