გიორგი ზანგურის მონო-სპექტაკლი თსუ-ში

ივენთი

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტისა და  თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით თსუ-ში გიორგი ზანგურის მონო-სპექტაკლი გაიმართა. ღონისძიებას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მონო-სპექტაკლს უამრავი სტუდენტი ესწრებოდა.

ახალგაზრდა პოეტის შემოქმედება მისაღები და გაზიარებული აღმოჩნდა ახალგაზრდებში და ბევრი მათგანი თავის დადებით შთაბეჭდილებას ღონისძიების შემდეგ გამოხატავდა.

მარიამ დეკანოიძე, თსუ-ს სტუდენტი : ძალიან მაგარი საღამო იყო..  დიდი მადლობა ყველას, ვინც ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა და, რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა თავად გიორგი ზანგურს…

რუსკა ამირეზაშვილი, სტუდენტი: ძალიან ვისიამოვნე ამ საღამოთი დიდი მადლობა ორგანიზატორებს.

გიორგი ზანგურის ბიოგრაფიის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება, თუმცა აღსანიშნავია რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი მისი შემოქედების თვალსაზრისით:

2006 წელს გამოვიდა მისი ლექსების კრებული სახელწოდებით „ჩემს თანადედამიწელებს“, ხოლო 2007 წელს კი გამოვიდა პოეთთა ორდენ „სამკაულის“ კრებული და CD – „ამიშვი ცამდე“.

სტატიის დასრულება კი გადავწყვიტე გიორგი ზანგურის ორი ცნობილი და მისი მკითხველისთვის საყვარელი ლექსებით:

უშენოდ მგონი მოვკვდები
ერთ ბედნიერ დღეში გავცვლი ყველაფერს,
სიყვარულსაც ცრემლიანი დავტოვებ,
აკრძალული ყველა კარი შევაღე,
სადაც დამხვდა მტანჯველი სიმარტოვე.
ჩემი გული გაყინული მგონია,
ჩემი ყველა საქციელი უხეში,
ამ ქალაქში მეფობს ეიფორია,
თავჩარგული ბედისწერის უბეში.
მე არ ვიცი ვინ ჩემია, ვინ არა,
სამუდამოდ რომელ გულში მოვხვდები,
ნეტა ერთხელ ჩუმად გამაცინა და
მერე შენი ოცნებებით მოვკვდები.
უშენოდ მგონი მოვკვდები.
უშენოდ მგონი მოვკვდები.
უშენოდ მგონი მოვკვდები.
ვურჩიოთ რამე
ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
“რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო”

ნანა ივანიაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები