დავით ახლოურის წიგნის პრეზენტაცია გორში

კულტურა

Untitl4ed

„ქალი ვაზია“ ასე ეწოდება დავით ახლოურის ახალ წიგნს, რომლის პრეზენტაციაც დღეს, გორის მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა. გორელმა მწერლებმა, პოეტებმა, მომღერლებმა პოეტის შემოქმედება გააცოცხლეს. შესრულდა სიმღერები, რომლებიც მის ლექსებზე იყო დაწერილი. დავით ახლოურზე მამაშვილური სიყვარულით ისაუბრა ცნობილმა რეჟისორმა და იმედის გმირმა ანზორ გვაძაბიამ.

მიუხედავად გაყინული დარბაზისა (რაც, როგორც გაირკვა, ტექნიკურმა პრობლემამ გამოიწვია) საღამოზე მაყურებელთა სიმრავლე შეინიშნებოდა. აქ იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის გამგემგელი – პაპუნა კობერიძე. პრეზენტაციას არც გორის უნივერსიტეტის სტუდენტები დაკლებიან, მათთვის დავით ახლოური პოეტის გარდა, ლექტორიცაა.

დავით ახლოურს არაერთი წიგნი აქვს გამოცემული. იგი არის რამდენიმე გაზეთის რედაქტორი. მის ახალ წიგნში კი შესულია როგორც ძველი და ახალი ლექსები, ასევე მისი სტატიები. ფშავურ მოტივებზე აგებული პრეზენტაცია არაფშავური  სიმღერით „მონატრება“ დასრულდა და პოეტიც ასე დაემშვიდობა მაყურებელს: „მშვიდობით არა, ნახვამდის“.

                 სოფიკო თინიკაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები