სტუდენტებს შორის სამსახურის დაწყების მსურველთა რაოდენობა არაა ცოტა. პრივატ ბანკი კი მათ შანსს აძლევს დასაქმდნენ.
ბანკის გორის ფილიალის უფროსმა ზურა სტეფანიშვილმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართა, სადაც მათ გააცნო, თუ როგორ უნდა მიაწოდონ პროდუქტი კლიენტს და ასევე შესთავაზა უფასო ტრენინგები პრივატ ბანკის ოფისში. ტრენინგების გავლის შემდეგ საუკეთესოებს ბანკი თანამშრომლებად დაიტოვებს.
-რა იყო თქვენი შეხვედრის მიზანი?
ზურა სტეფანიშვილი: ჩვენი ტრენინგის მიზანი იყო პირველი- თანამშრომლების აყვანა, მეორე- დამატებითი პროდუქტების გაყიდვა თანამშრომლებისთვის, მესამე- როგორ უნდა იმუშაონ აგენტებმა და რა შედეგებს უნდა მიაღწიონ ცხოვრებაში.
-როდის დაიწყება ტრენინგები და რამდენ ხანს გაგრძელდება?ტრენინგები უკვე დიდი ხანია დაწყებულია. ყოველ პარასკევს, ექვს საათზე, ჩვენ სტალინის სახლ-მუზეუმის გვერდით პრივატ ბანკში გვაქვს ტრენინგები.
-რა არის ის ძირითადი მოთხოვნებ,ი რითაც აგყავთ თანამშრომლები სამსახურში?
პირველ რიგში აუცილებლად უნდა იყვნენ ბეჯითები, მოწადინებული და დამატებით უნდა იცოდნენ რუსული ენა.სოფიკო თინიკაშვილი