ახალგაზრდული ასამბლეა გაეროში, ნიუ-იორკი

გაცვლითი პროგრამები

თუ გაქვს ლიდერის თვისებები და გსურს დაესწრო პლენარულ სესიებს, სამუშაო შეხვედრებს და მრგვალი მაგიდის დისკუსიებს გაეროს შტაბ-ბინაში (ნიუ-იორკი), ა(ა)იპ “მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის” გაძლევთ შანსს, გაემგზავროთ ამერიკაში და გახდეთ პროექტის მონაწილე, რომლის მიზანია, აღმოაჩინოს ახალგაზრდა ლიდერები და გააცნოს მათ მეთოდები, თუ როგორ მიაღწიონ დიალოგის გზით საერთაშორისო ურთიერთობებში წარმატებებს, კრეატიულ აქტივობებს და დიპლომატიას.

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკობრივი ჯგუფები: 16-დან 21 წლამდე;
** საკომუნიკაციო ინგლისური ენის ცოდნა;
** ლიდერის თვისებები;
** განხორციელებული სამოქალაქო აქტივობები.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და, ასევე, გამოაგზავნეთ სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

პროექტი ნაწილობრივ დაფინანსებულია ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
პროექტის ხანგრძლივობა: 1 კვირა
პროექტის განხორციელების დრო: I ეტაპი: 2014 წლის თებერვალი, II ეტაპი: 2014 წლის აგვისტო.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 31 იანვარი, 2014 წ.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ქ.თბილისი, გ.ტაბიძის ქ. 3/5, VI სადარბაზო, III სართული
ტელ.: (32) 2 93 38 81; 599 56 03 48
ვებ-გვერდი: http://www.elcml.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები