სტუდენტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული

სტუდენტური ცხოვრება

2013 წლის 11–17 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, მოეწყო სტუდენტთა საერთაშორისო დღისადმი“ მიძღვნილი კვირეული.
17 ნოემბერს მსოფლიოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1946 წლის 17 ნოემბერს პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად დაწესდა.
საქართველოში „სტუდენტთა საერთაშორისო დღე“ პირველად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ აღნიშნა 2009 წელს და მას შემდეგ ტრადიციულ ხასიათს ატარებს.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მთელი კვირის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შემეცნებითი, კულტურული და სპორტული ღონისძებები გაიმართა.
11 ნოემბერი – „სტუდენტთა საერთაშორისო დღისადმი“ მიძღვნილი კვირეული სტუდენტთა თეატრალიზებული პერფომანსით გაიხსნა.  „უშუს“ ფედერაციამ აჩვენა საბრძოლო ხელოვნების ელემენტები; ასევე შესრულდა რაგბის ტრადიციული საბრძოლო ცეკვა – ჰაკა“.

I სასწავლო კორპუსის ფოიეში მოეწყო ნახატების გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები გიორგი ჩანგაშვილი და ანანო აბაშიძე.

III სასწავლო კორპუსის სპორტულ დარბაზში, გაიმართა ჩემპიონატი ფრენბურთში, რომელშიც მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული ხუთი გუნდი: „მარტვილი“, „რეაბილიტაცია“, „ცენტურიონი“, „ჯანდაცვა“ და „აკრომიონი“.
ფინალურ ტურში ერთმანეთს შეხვდნენ: „ცენტურიონი“  და „ჯანდაცვა“. შეხვედრაცენტურიონისსასარგებლოდ დასრულდა, ანგარიშით: 50:28.

12 ნოემბერი – ჩატარდა ჩემპიონატი მკლავჭიდში. გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა წონით კატეგორიებში:
55–70 კგ წონითი კატეგორია:
I ადგილი: ირაკლი კონცელიძე (მედიცინის ფაკულტეტი, I .);
II
ადგილი: სოსო იმედაშვილი (ფარმაციის ფაკულტეტი, III .);
III
ადგილი: ლევან გელაშილი (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი, II .).
70–85 კგ წონითი კატეგორია:
I
ადგილი: გიორგი ელიაშვილი (სტომატოლოგიის ფაკულტეტი, I .);
II
ადგილი: გიორგი საღინაძე (ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტი, I .);
III
ადგილი: გიორგი ჯიქია (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი, II .).
75– 85
კგ წონითი კატეგორია:
I
ადგილი: გიორგი კაზალიკაშვილი (ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტი, IV .);
II
ადგილი: დავით მუხაშავრია (მედიცინის ფაკულტეტი, I .);
III
ადგილი: გიორგი მამაცაშვილი (ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტი, II .).

III სასწავლო კორპუსის წითელ დარბაზში“ გაიმართა კონცერტი უცხოელი პირველკურსელი სტუდენტებისთვის. კონცერტზე სიტყვით გამოვიდა: რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი გიორგი გიორგობიანი, თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტი ქშიტიჯ კუმარი.
კონცერტში მონაწილეობდნენ: თსსუ–ის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი და სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი „ვეგა“. ასევე სტუდენტები ინდოეთიდან, შრილანკიდან, სურინამიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ტრინიდადი და ტობაგოდან, რუსეთიდან და ნიგერიიდან.

13 ნოემბერი – თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „დონორთა კლუბის“ ორგანიზებით გაიმართა სისხლის უანგარო დონაციის აქცია ლოზუნგით – „გაიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე!“. აქციაში მონაწილეობა მიიღო და სისხლი გაიღო თსსუ–ის 45 სტუდენტმა. სისხლი გადაეცა საქართველოს ცენტრალურ სისხლის ბანკს.
დონაციის აქციის პარალელურად, სპორტულ დარბაზში, გაიმართა ჩემპიონატი კალათბურთში, რომელშიც მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული ათი გუნდი: „ქუთაისი“, „Angry Beards“, „ცენტურიონი“, „ჯანდაცვა“, ჯანდაცვა 2“, „რეაბილიტაცია“, აკრომიონი“, „დენტი, „lakers, „San-Antonio“. ფინალურ ტურში ერთმანეთს შეხვდა ქუთაისი და  „Angry Beards“. შეხვედრა „Angry Beards“–ის სასარგებლოდ დასრულდა, ანგარიშით: 64:57.

სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ISN თბილისის პროგრამით გაიმართა Language Clubის პრეზენტაცია. პროგრამა ითვალისწინებს თსსუის უცხოელი სტუდენტებისთვის ქართული ენის შემსწავლელი უფასო,  ერთწლიანი კურსის ჩატარებას.

14 ნოემბერიდიაბეტის მსოფლიო დღესთანდაკავშირებით თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობისა და საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის ორგანიზებით, ჩატარდა კონფერენცია თემაზე – ორსულთა დიაბეტი, სადაც მოხსენებით გამოვიდა შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ენდოკრინოლოგიის მიმართულების პროფესორი დავით მეტრეველი.
კონფერენციას ესწრებოდა: თსსუ–ის რექტორის მოადგილე გიორგი აბესაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ფარმაცევთ სტუდენტთა ასოციაციის წევრები და თსსუის სტუდენტები. კონფერენციის ბოლოს მსმენელებს კითხვების დასმის საშუალება მიეცათ.

1425575_570885769653883_571381780_n 1451550_570885376320589_1367291961_n 1452106_570885739653886_1506560008_n 1452389_570886096320517_1756096519_n 1454835_570886069653853_2013206161_n 1455982_570886019653858_1833893263_n 1459316_570885962987197_345992745_n 1480734_570886022987191_142218896_n

თსსუის სპორტისა და ხელოვნების ცენტრში ჩატარდა ჩემპიონატი ჭადრაკში, შაშში, ნარდსა და მაგიდის ჩოგბურთში.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები –

ჩემპიონატი ჭადრაკში:
I ადგილი: შალვა ნადირაშვილი (სტომატოლოგიის ფაკულტეტი, I .);
II
ადგილი: რობერტი ტორონჯაძე (ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტი,I );
III
ადგილი : დაჩი გიორგაძე (სტომატოლოგიის ფაკულტეტი, I .).
ჩემპიონატი შაშში:
I
ადგილი : რობერტი ტორონჯაძე (ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტი,I );
II
ადგილი : რომან სახოკია (ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტი, I );
III
ადგილი: ნინო აშვეთია (მედიცინის ფაკულტეტი, I .).

ჩემპიონატი ნარდში:
I
ადგილი : თემურ ჩიბურდანიძე (სტომატოლოგიის ფაკულტეტი, I .);
II
ადგილი :ანრი ბელიაშვილი (მედიცინის ფაკულტეტი, III .);
III
ადგილი : ზამირა მოსიძე (მედიცინის ფაკულტეტი, II .).

ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში:
I
ადგილი : გიორგი შონია (სტომატოლოგიის ფაკულტეტი, I .);
II
ადგილი : ირაკლი კონცელიძე (მედიცინის ფაკულტეტი, I .);
III
ადგილი : ირაკლი ცუცქირიძე (მედიცინის ფაკულტეტი, I .).

15
ნოემბერიგაიმართა სტუდენტური კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ თანამედროვე და ლათინოამერიკული ცეკვების ანსამბლი ვეგა, ხალხური მუსიკის შემსრულებელ გოგონათა ანსამბლი დეკა, ხალხური მისუკის შემსრულებელ ვაჟ მომღერალთა გუნდი, ხალხურ საკრავებზე  დამკვრელთა კვარტეტი, მხიარულთა და საზრიანთა გუნდი კოზა ნოსტრა, მომღერალიტერეზა ფუხაშვილი და თსსუის უცხოელი სტუდენტები.                                                                                                                  

კონცერტს ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია; თსსუ–ის ვიცე–რექტორი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე; საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვახტანგ ასანიძე; უნივერიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.                                                                                        

 16 ნოემბერი – ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში – რა? სად? როდის?. მონაწილეობდა თსსუ–ის სტუდენტების მიერ დაკომპლექტებული 20 გუნდი: Read Us , პანაცეა, ცენტურიონი, ლოგოსი , „მილენიუმი“, ექვსეული, მედ–24, მოვუსმინოთ თამადას, ჰაკა, ვაიმე, ვაიმე, წინაზე ხომ წავაგეთ, Festina Lente, კურო, „მიმიკა, პრიმატები, ეკას გათამამებული ბავშვები, K-Pax, მფრინავი პეტრუშკა, მოდრეკილი, ჩვენ ერთი ჯგუფი ვართ

გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი:
I ადგილილოგოსი;
II
ადგილივაიმე ვაიმე;
III
ადგილიმოვუსმინოთ თამადას.

17 ნოემბერი – სტუდენტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნით ნაწილში სტუდენტებმა თსსუ–ის თეატრის, ჰიგიას რეჟისორის პროფესორ ნათია გუჯაბიძის დახმარებით უნივერიტეტის ეზოში დადგეს თეატრალიზებული აქცია – ცოცხალი კედელი აღმართეს სიმბოლურად შექმნილი მშვიდობის ლოგოს ირგვლივ და გაუშვეს ცის მანათობლები.

 

                                                                         ეთო ნოსელიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები