შეხვედრები ერასმუს მუნდუსის მობილობის პროგრამასთან დაკავშირებით გორის უნივერსიტეტში

უნივერსიტეტების სიახლეები
     უკვე მეორე კვირაა გორის უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის ოფისის ინიციატივით ერასმუს მუნდუსის პროგრამასთან დაკავშირებით  შეხვედრები ტარდება. შეხვედრა საინფორმაციო სახისაა და მიზნად ისახავს სტუდენტებისა და უნივერსიტეტის პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტების გაცნობას.
      ერასმუს მუნდუსის მობილობის პროგრამა უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება და მის ფარგლებში არაერთი გორელი სტუდენტი (და უნივერსიტეტში მომუშავე პერსონალი)  წავიდა უცხოეთში სასწავლებლად. შეხვედრების გაგრძელება კვლავ იგეგმება და დაინტერესებულ პირებს დასწრება შეუძლიათ მომავალ ხუთშაბათს, ორ საათზე, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში .
      აღსანიშნავია, რომ მღნიშნული პროგრამა სტუდენტებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია და არაეთი სტუდენტი გამოთქვამს მასში ჩართვის სურვილს.სოფო თინიკაშვილი
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები