ყურადღება! “ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” -ს (NIMD) მიერ დაფინანსებული პროექტი “ნარჩენების მდგრადი მართვა ჯანსაღი მომავლისთვის” აცხადდებს ესსების კონკურს გარემოსდაცვით თემატიკაზე! თუ ხართ სტუდენტი და გაინტერესებთ საქართველოში ნარჩენების მართვასთან და ზოგადად, გარემოსდაცვასთან დაკავშირებული პრობლემატიკა, გამოგვიგზავნეთ თქვენი ნამუშევრები მისამართზე: [email protected] (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ,,ესსეების კონკურსი”)
ესსეს შეფასების კრიტერიუმები: 1. ეხმიანებოდეს გარემოს დაცვის თემატიკას, ნარჩენების მართვის პრობლემის სიმწვავეს და ადგილობრივი ხელისუფლების რესურსს ამ მიმართულებით 2.არ აღემატებოდეს 1000 სიტყვას კონკურსის დასასრულს, კომპეტენტური ჟიური 3 გამარჯვებულს გამოავლენს, რომლებიც პრიზითა და სერთიფიკატებით დაჯილდოვდებიან. საუკეთესო ესსეები დაიბეჭდება პროექტის ფარგლებში გამოცემულ ჟურნალში ,,Nimd-Club”. ყველა ნამუშევარი გამოქვეყნდება პროექტის ბლოგსა და ფეისბუქის გვერდზე! ესსეების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2013 წლის 10 დეკემბერი. გამარჯვებულთა დაჯილდოვება მოხდება 2013 წლის 28 დეკემბერს პროექტის დახურვის ცერემონიალზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ნინო ჩიბჩიური 5(98)558502; ეთუნა ფანგანი 5(68) 670 690; ლევან სურმანიძე 5(97)870587 ან მოგვწერეთ მისამართზე:[email protected] პროექტი “ნარჩენების მდგრადი მართვა ჯანსაღი მომავლისთვის” “ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავლპარტიული დემოკრატიისთვის” (NIMD) ფინანსური მხარდაჭერით , სამ რეგიონში: შიდა ქართლში, კახეთსა და აჭარაში ხორციელდება.
დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ლინკზე : www.facebook.com/narchenebi დამატებითი ინფორმაცია მხარდამჭერი ორგანიზაციის შესახებ იხილეთ ლინკზე: www.nimd.ge