„აფხაზური ფოლკლორი და ტრადიციები“

კულტურა

DSCF9522

29 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საღამო, სახელწოდებით – აფხაზური ფოლკლორი და ტრადიციები. ღონისძიება ჩატარდა აფხაზური და ოსური პრობლემატიკის შესწავლის ახალგაზრდული ჯგუფის ორგანიზებით. საღამოზე მოწვეული იყო სოხუმის უნივერსიტეტის აფხაზური ენისა და კუტურის ინსტიტუტის დირექტორი, აფხაზოლოგი პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე.

DSCF9516

ბატონმა თეიმურაზმა ისაუბრა აფხაზეთის ტრადიციებზე, წეს–ჩვეულებებსა და კულტურაზე, რომელიც ქართულ ტრადიციებთან საკმაოდ ახლოსაა. მსმენელები განსაკუთრებით დაინტერესდნენ აფხაზური მითოლოგიითა და საქეიფო თავისებურებებით. ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ აფხაზური რიტუალური სიმღერები და ენახათ ვიდეომასალები, სადაც კარგად ჩანდა ამ კუთხის თავისებურებები.

DSCF9500

DSCF9509

პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ მსმენელებს აფხაზური კულტურისათვის დამახასიათებელ საინტერესო ფაქტებზეც მოუთხრო, რომლებიც ასე ღრმადაა გამჯდარი აფხაზურ ტრადიციულ ყოფა–ცხოვრებაში. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ აფხაზურ ოჯახში, შესაძლოა, ერთდროეულად შეხვდეთ მართლმადიდებლობის, მაჰმადიანობისა და წარმართობის მიმდევრებს.

საღამოს დასასრულს ბატონმა თეიმურაზმა უპასუხა სტუდენტებისთვის საინტერესო შეკითხვებს აფხაზების ტრადიციებთან, ინტერესებთან და ინტეგრაციასთან დაკავშირებით. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა აღნიშნეს, მსგავსი შეხვედრები სტუდენტებთან მომავალშიც გაგრძელდება.

ნიკა ჩერქეზია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები