„ნიღბები 2013“ გაიხსნა, ნიკა წულუკიძე უკმაყოფილოა

ივენთი

404601_175415742558747_143914092375579_198746_1562458744_n

 

26 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალს – „ნიღაბი-2013-ს“ მასპინძლობს. 26 ნოემბერს ფესტივალი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დასმა გახსნა. მასპინძლების შემდეგ, 27 ნოემბერს, მაყურებლის წინაშე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თეატრალური დასი – „ნიღბები“ – წარსდგა. სტუდენტებმა, „უცნაური სიჩუმეა ირვლივ“ – ლიტერატურული ინსცენირება, ერთ მოქმედებად წარადგინეს. საკმაოდ შინაარსობრივი და ემოციური სპექტაკლი გახლდათ.

ფესტივალისა და „ნიღბების“ გამოსვლის შესახებ ჩვენთან ჟიურის წევრმა, ნიკოლოზ წულუკიძემ ისაუბრა: „მნიშნელოვანია მსგავსი ფესტივალების ჩატარება, რადგან თეატრს ახალგაზრდები ეზიარებიან. ნახულობენ, რა სულიერებაა. მთავარია, უყვართ თეატრი და თავიანთი პროფესიის გარდა, აინტერესებთ ეს დარგი. დღევანდელი სპექტაკლით უყმაყოფილო ვარ, რადგან რეჟისორი ურთულეს თემას მოეკიდა. ასეთი რაღაც დიდ რეჟისორებს უჭირთ. მას ძალიან დიდი დანაშაული აქვს, რომ ეს თემატიკა აიღო, შეიძლებოდა, რაღაც უფრო ადვილი შეერჩიათ.“

საკუთარი სპეკტაკლისა და მსახიობების შესახებ დამდგმელი რიჟისორი, ეკეტერინე კვირკველია, გვესაუბრა: „ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელი გამოსვლით აღვფრთოვანდი. ჩვენ, ზაფხულში, ათონელის თეატრში პრეზენტაცია გვქონდა და იქ უკეთესად გამოვიდა. აქ ბევრი ტექნიკური პრობლემა გაჩნდა, პირველი შესრულება უკეთესი იყო. მიმაჩნია, რომ ჩვენს სტუდენტებს უკეთესად შეუძლიათ. იმედი მაქვს, რომელიმე ნომინაციაში გავიმარჯვებთ.“

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შემდეგ, თეატრში საკუთარი ძალების მოსინჯვას საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები შეეცდებიან.

გთავაზობთ ფესტივალის პროგრამას:

26 ნოემბერი, 16:00 საათზე – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

27 ნოემბერი, 16:00 საათზე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

28 ნოემბერი, 16:00 საათზე – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

29 ნოემბერი, 16:00 საათზე – გრ. რობაქიძის უნივერსიტეტი

30 ნოემბერი, 16:00 საათზე- ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

1 დეკემბერი, 16:00 საათზე – თურქეთის სტუდენტური დასი

2 დეკემბერი, 16:00 საათზე – ბათუმის შ.რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

3 დეკემბერი, 16:00 საათზე – აზერბაიჯანის სტუდენტური დასი

4 დეკემბერი, 16:00 საათზე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

5 დეკემბერი, 17:00 საათზე – ფესტივალის საზეიმო დახურვა

ხატია ცარციძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები