თსუ-ს სამეწარმეო სკოლის კონკურსი დაიწყო

კონკურსები

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული ქართულ-ესტონური პროექტის ფარგლებში, სტუდენტების საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყო.

თსუ-ს სამეწარმეო სკოლა სტუდენტებს საკუთარი ბიზნეს-იდეების განვითარებას და განხორციელებას სთავაზობს. გამარჯვებულები 10 დღით ესტონეთში გაემგზავრებიან, სადაც მათ უცხოელი ექსპერტები ტრენინგებს ჩაუტარებენ.

როგორც  თსუ-ს სამეწარმეო სკოლის პროგრამების კოორდინატორმა, მაია კვირკვაიამ განუცხადა, პროექტის მიზანია სტუდენტების წახალისება, შექმნან საკუთარი ბიზნესი. შერჩეულ სტუდენტებს ყველა პირობას ექნებათ საკუთარი ბიზენს იდეის განვითარებისა და ბიზნეს-მოდელების შესაქმნელად.

ქართულ-ესტონური თანამშრომლობის პროექტი, რომელიც ესტონეთის ბიზნეს კონსულტაციის კომპანია BDA Consulting-ის ერთობლივ მუშაობას მოიცავს, კონკურსის შედეგად 50 სტუდენტს შეარჩევს.

2014 წლის 31 იანვარში გამარჯვებულ კონკურსანტებს უცხოელი ექსპერტები ტრენინგებს ჩაუტარებენ. ექსპერტების რჩევების, ტრენინგზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების პრაქტიკულ საქმიანობაში განხორციელება მოუწევთ. საბოლოო ვერდიქტს ჟიური გამოიტანს.

მარი კვირკვაიას თქმით, სულ 10 ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას. კონკურსის დასასრულს ერთი გამარჯვებული ჯგუფი გამოვლინდება, რომელიც ჯილდოს სახით 2 500 ლარს მიიღებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს 12 დეკემბრამდე შეუძლიათ განაცხადების შეტანა. მასში მონაწილეობა ნებისმიერი სპეციალობის სტუდენეტს შეუძლია.

ანა ნადირაძე

წყარო

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები