„ადამიანი იბადება, ვითარდება და კვდება“, – ეს ბავშვობიდანვე არაერთხელ გაგონილი და დაზუთხული ფრაზაა.
ადამიანი იბადება და მრავალი თანდაყოლილი უნარის მატარებელი ხდება, რომლებიც დროთა განმავლობაში თავს იჩენს. ერთ-ერთი მათგანია სოციალიზაციის პროცესი, რასაც ადამიანი ბავშვობიდან მოყოლებული მოხუცებულობამდე განიცდის. ერთი შეხედვით, საკმაოდ იოლია, აითვისო სოციუმში არსებული ღირებულებები, ნორმები და გახდე სოციუმუს წევრი, თუმცა არსებობს ერთი მაგრამ – საზოგადოება.
საზოგადოება რთული ფენომენია. საკმაოდ პრობლემურია მასში თვითდამკვიდრება და სრული ინტეგრაცია. ხშირია საზოგადოების მიღმა აღმოჩენა რელიგიური, ეთნიკური თუ სოციალური სტატუსის გამო. ამის თანმდევი ქმედებაა გარკვეული იარლიყის მიკვრა – „ზანგი“, „იაჰოველი“, „მათხოვარი“ და სხვა მრავალი. სწორედ ამგვარი დახარისხება იწვევს არასრულფასოვნების შეგრძნებას და საზოგადოების მიღმა ყოფნას; იოლად იკარგება ორიენტაციის უნარი – თუ როგორ უნდა განიცადო ადაპტაცია რომელიმე სოციალურ ჯგუფთან ან კულტურასთან; წყდები წარსულ კულტურას და ვერც ახალში იმკვიდრებ თავს. შესაბამისად, მეცნიერულ დონეზე იწოდები როგორც მარგინალი, ან მარგინალთა ჯგუფის წარმომადგენელი, ხოლო ჟარგონულად „აუთსაიდერი“.
სტატუსი მარგინალი შინარსობლივად შუალედურ, გარდამავალ ხასიათს ატარებს და ერთგვაროვან თვითიდენტიფიკაციას არ ექვემდებარება. დაუშვებელია რელიგურად, იურდიულად, ჰუმანურად და, თუნდაც, კულტურულად ადამიანისა თუ ხალხის გამიჯვნვა გარკვეული მახასიათებლების გამო.
საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის მეთექვსმეტე მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ხოლო მეჩვიდმეტე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია!
ერთ-ერთი ნიშანი მარგინალიზაციის არის განსხვავებული აღმსარებლობა. ამის მაგალითია სწორედ ახლახან მომხდარი რელიგიური დაპირსპირება ნიგვზიანში, რომელმაც რელიგიური კონფლიქტის სახე მიიღო. მუსლიმები შეავიწროვეს, რიტუალი ჩაუშალეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქცევის ნორმები გვკარნახობს სხვას, თუმცა რეალურად ადამიანები მაინც ემოციებისა და იმპულსების დონეზე დადიან, ივიწყენებენ ღირებულებებსა და ცნებებს.
ესაა პრობლემა, რომელიც ტოლერანტობის ეპოქაში საკმაოდ აქტუალურია, საკმაოდ ფართოა თავისი არსითა და ჭირს რაიმე კონკრეტულ დასკვნამდე მისვლა. ზოგადი ფონის მიხედვით, დღეს ასე გამოკვეთილი პრობლემა არაა მარგინალობა, თუმცა დიდია ალბათობა, რომ იქცეს როგორც კონკრეტული პრობლემა და კვლევის საგანი.
საკმაოდ ძნელია, ისაუბრო საფრთხეებზე და იქონოიო პროგნოზი, რადგან პრობლემა იწყება საზოგადოების თვითშეგნებიდან. თავად საზოგადოება კი რთული ფენომენია. აქედან გამომდინარე, არაა იოლი, მთლიან საზოგადოებას ჩამოუყალიბო ერთი მსოფლმხედველობა და ერთნაირი ღირებულებები, რადგან ეს რეაქცია გამოიწვევს უკურეაქციას და მივიღებთ ხელოვნურად სახეცვლილ კულტურას.
ხატია ანდღულაძე