სამეცნიერო ესსეების კონკურსი

კონკურსები

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო, აკადემიური საქმიანობის აპარატი იწყებს სამეცნიერო ესსეების ჩემპიონატს.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.

პროექტი ჩატარდება ორ ეტაპად:

I ეტაპი მოიცავს ტრენინგებს აკადემიურ სამართლებრივ წერაში.
II ეტაპი კი ითვალისწინებს სტუდენტების მიერ სამეცნიერო ესსეების.

პროექტის პირველი ეტაპისთვის აპლიკაციებისა და გასაუბრების საფუძველზე შეირჩევა საუკეთესო 60 მონაწილე, რომლებიც გაივლიან ტრენინგებს აკადემიურ სამართლებრივ წერაში. ტრენინგებს გაუძღვებიან დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის მოწვეული ტრენერები. ტრენინგების მიმდინარეობასთან ერთად მონაწილეებს შეეძლებათ დაიწყონ მუშაობა თავიანთ ესსეებზე. ტრენინგები შერჩეულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ 23 და 24 ნოემბერს.

ტრენინგების თემატიკა: აკადემიური სამართლებრივი წერა, მნიშვნელობა, სამეცნიერო ნაშრომის საკვლევი თემა, კვლევის მეთოდების გამიჯვნა, პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, გამოსაყენებელი ლიტერატურის მოძიება, სათაურის ფორმულირება, ნაშრომის სტრუქტურა, შინაარსობრივი განაწილება, შესავალი და დასკვნითი ნაწილების ჩამოყალიბება, მათი ურთიერთმიმართება და ურთიერთგამიჯვნა, ციტირების ტექნიკა, სტილი, მეთოდი, ნაშრომის ძირითადი ნაწილის ჩამოყალიბება, სტრუქტურა, თავების და ქვეთავების ურთიერთმიმართება, ნაშრომის რედაქტირება, შეფასება, პრაქტიკული სამუშაო: ტექსტის ტექნიკური და შინაარსობრივი რედაქტირება.

პროექტის შემდგომ ეტაპზე, მონაწილეები შექმნიან სამართლებრივ ესსეებს შემდეგი მიმართულებით (ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი):

– „მოქალაქეობის ცენზი საარჩევნო კანონმდებლობაში”
– „საავტორო უფლებათა დაცვა საქართველოში”
– „ბალანსი კონსტიტუციის მოქნილობასა და სიმყარეს შორის”
– „ხშირი საკონსტიტუციო ცვლილებები”
– „ დამნაშავის რესოციალიზაცია, როგორც სასჯელის ერთ–ერთი მიზანი”
– „მედიაციის სტრატეგიები”
– „მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საფუძვლები და სამართლებრივი შედეგები”
– „სავალდებულო წილის ინსტიტუტი სამართლებრივი სისტემის მიხედვით” (შედარებითი სამართლებრივი ანალიზი)
– „მემკვიდრეობის ხელშეკრულება – მემკვიდრეობის საფუძველი”
– ,,გაეროს როლი ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში აღმოსავეთ ევროპის აზიის რეგიონში” (პალესტინის საქმე)

თავიანთი ნაშრომების შექმნის დროს მათ ეყოლებათ სამეცნიერო ხელმძღვანელები.
ესსეების კონკურსის საფუძველზე გამოვლინდებიან საუკეთესო ესსეს ავტორები თითოეულ მიმართულებაში, რომელთა ნაშრომებიც შემდეგ გამოქვეყნდება ჟურნალებში:

– GIZ და ელსას ერთობლივ სამართლებრივ ჟურნალში
– დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის სამეცნიერო გამოცემაში
– თსუ სტუდენტურ მეცნიერებაში

პროექტის საუკეთესო ესსეს ავტორები დასაჩუქრდებიან იურიდიული ბიბლიოთეკით და სხვა პრიზებით.
პროექტის ყველა მონაწილე (იგულისხმება ტრენინგები და ესსეების კონკურსი) მიიღებს სერთიფიკატს.

ესსეების კონკურსში წარმატებული მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი სტუდენტს დამატებით ქულებს მოუტანს სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობისას!

პროექტის პარტნიორები არიან: დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი; გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში; GIZ – გერმანიის თანამშრომლობის ფონდი; დავების მოგვარების ალტერნატიული ცენტრი; საავტორო უფლებათა ასოციაცია; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტი (GAU); ილიაუნი; კავკასიის სამართლის სკოლა (CSL); თავისუფალი უნივერსიტეტი (Freeuni); აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ჯემალ ქარჩხაძის გამომცემლობა; შოთა რუსთაველის თეატრი; სტუდენტური ჟურნალი: „თსუ სტუდენტური მეცნიერება”; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, იურისტების სამყარო.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა: 17 ნოემბერი

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ:
Tel: +995 598 57 20 57
E-mail: vpaa@elsa.ge

ანა ნადირაძე

წყარო

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები