საქართველოში სოციალური პრობლემები ის აქტუალური თემაა, რომელიც დღესმდე რჩება მთავარ პრობლემად. ნებისმიერი ჩვენგანს, რომელსაც უწევს რაღაც გარკვეული მანძილის გავლა ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, შეუმჩნეველი ვერ დარჩება, ის გარემოება, რომ მრავალი ადამიანი გიწვდის ხელს დასახმარებლად. არიან სხვადასხვა რასის, ასაკის, სტატუსისა და გასაჭირის მქონენი.
თითოეული, ვინც კი ითხოვს დახმარებას, ქმნის ათასგვარ ხელოვნურ ან ბუნებრივთან მიახლოებულ ისტორიას… დამაჯერებლობისთვის ფიცის სხვადასხვა ფორმას აყოლებს თავის გაწერილ და უცვლელ ტექსტს. ამათგან კი ყველაზე ცნობილი გამოთქმაა :არ გატყუებთ, ხალხნოო”. და ამ სიტყვების მერე ძნელია, არ გაიღო მცირედიც კი.
მრავალი მიზეზი არსებობს იმისა, რომ დაემხარო შენზე გაჭირვებულ ადამიანს. შეიძლება ეს იყოს ადამიანურობა, რელგიური ჟესტი ან უბრალოდ სიკეთის კეთების სურვილი.
სამწუხაროდ, დახმარების თხოვნას დღეს უკვე პროფესიის სახე აქვს მიღებული და საზოგადოების აზრი ამ თემასთან დაკავშირებით გახლეჩილია. ზოგიერთმა ადამიანმა დაკარგა ნდობა მათ მიმართ, ზოგიერთს კი კვლავ ებრალება მოხუცი, ინვალიდი თუ ჩვილი და ცდილობს, დაეხმაროს შესაძლებლობის მიხედვით.
მგზავრთა ყურადღებას, ბოლო პერიოდში, იპყრობენ სხვადასხვა ასაკის ადამიანები წითელი მაისურებით, წარწერით – „საქართველოს მადლი”. ისინი გადაადგილდებიან ყუთებით ხელში გვეკითხებიან: „ავადმყოფ/მზრუნველობას მოკლებული ბავშვებს ხომ ვერ დავემხარებოდით“.
ამ დროს უფრო ადვილია, გამოიცნო საზოგადოების დამოკიდებულება. ნაწილი მაშინვე ხსნის ჩანთას, იწყებს ფულის ძებნას და აწვდის; ნაწილი კი გვერდზე მჯდომს ესაუბრება, რომ არ მოსწონს ეს ყველაფერი, უკეთეს შემთხვევში კი თავს იკავებს ყოველგვარი კომენტარისგან.
ამ საკითხთან დაკავშირებით გავესაუბრეთ ახალგაზრდა ფსიქოლოგთა კლუბის წარმომადგენელს:
– არის თუ არა საფრთხე, რომ მოსახლეობის ცნობიერებაში ადამიანები, რომლები აგროვებენ მოწყალებას სხვათა დახმარებისთვის, მაინც მათხოვრობად იგივდებიან?
– საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები ინფორმაციის გავრცელებისათვის ხელსაყრელია. ჩემი აზრით, მათ მოსახლეობას უბრალოდ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია. ისურვებს თუ არა გამვლელი ან მგზავრი დახმარებას, ეს უკვე მის თავისუფალ ნებასა და საშუალებაზეა დამოკიდებული. საზოგადოებაში დღესდღეობით არ იგრძნობა სიმსუბუქე, სილაღე… სწორედ ამიტომ გვაღიზიანებს ხოლმე მეტროში მოწოდებული „ზედმეტი“ ცნობა. არანაირად არ იგვდება რიგით მათხოვრებად, როცა არსებობს ინფორმაცია თუ რა სიკეთეს ვაკეთებთ.
როგორც ვხედავთ, თემა საკმაოდ პრობლემურია. არის დეტალები, რომლებიც კიდევ უფრო მეტ დაზუსტებას მოითხოვს, ამიტომ არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის დამაარსებელს გავესაუბრეთ. პირველი ლოგიკური კითხვა, რაც აწუხებს ყველას, ესაა:
– როდის და ვის მიერ დაარსდა არასამთავრობო ორგანიზაცია?
– „საქართველოს მადლი“ დაარსდა ამა წლის თებერვალში. მე და ჩემს ძმას გვაქვს გამომცემლობა და უცბად გაგვიჩნდა იდეა, დავხმარებოდით გაჭირვებულ ადამიანებს.
– ვინ არიან ის პირები, რომლებიც ამ ორგანიზაციაში არიან გაწევრიანებულნი და ვინ არიან ბენეფიციარები?
– ჩვენთან მოდიან გაჭირვებული ოჯახებიდან, ძირითადად… აქვთ სურვილი, რომ დაეხმარონ სხვა ადამიანებსაც… დახმარებას იღებენ ისინიც და შესაბამისად – ეხმარებიან სხვებსაც. არსებობს მცირე და მასშტაბური დახმარებები. ვეხმარებით როგორც პროდუქტით, მათთვის საჭირო ნივთებით, ისევე ფინანსურად.
– საქრთველოს კიდევ რომელ ქალაქში არსებობს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია?
– ამ თვეში გაიხსნა ქუთაისში და კიდევ ვგეგმავთ, რომ გავფართოვდეთ.
– ბოლო დროს ხშირია შემთხვევა, როდესაც თანხას გავიღებთ, ისინი ხატს გვიბრუნებენ. როგორ უნდა გაიგოს მოსახლეობამ ეს ჟესტი ?
– ეს არის ერთგვარი მადლიერების გრძნობა მათი სიკეთის საპასუხოდ.
– და ბოლოს, გვითხარით დასკვნის სახით თუ რა ძირითადი დახმარებები და ღონისძიებები ჩაგიტარებიათ ?
– აღვნიშნე, რომ არსებობს დახმარებები, როგორც მასშტაბური, ასევე მცირე სახის. ძირითადად ვეხმარებით დაავდებულ პირებს, ბავშვთა სახლებს, მოხუცებს, უნარშეზღუდულებს და ა.შ. არსებობის განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანს დავხმარებივართ. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ თანხას – არის როგორც მცირე, ისე დიდი შემოწირულობის თანხები. ყველაზე დიდი შესაწირი 4000 ლარი გახლდათ. რაც შეეხება სანდოობის ფაქტორს, ყველას, ვისაც კი აცვია წითელი მაისური არსებული წარწერით, ჩვენი ორგანიზაციის წვერები არიან. შემოსული თანხით ვეხმარებით მათ, ვინც აგროვებს ამ შემოწირულობას და მათაც, ვისაც ეს ესაჭიროება და ითხოვენ.
თუკი გსურს, აკეთო სიკეთე, არ არსებობს არანაირი დაბრკოლება. თითოელი ჩვენგანი უძლურია, მაგრამ ყველას ერთად კი შეგვიძლია, შევცვალოთ მსოფლიო, ვაკეთოთ მეტი კარგი ჩვენთვის და სხვებისათვის.
სიკეთე სიკეთით შენვე დაგიბრუნდება!
ხატია ანდღულაძე