აღმოაჩინე საქართველოს ბიომრავალფეროვნება

უნივერსიტეტების სიახლეები

9 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით – „აღმოაჩინე საქართველოს ბიომრავალფეროვნება“. კონფერენციის ორგანიზატორი იყო თსუ-ში არსებული საინიციატივო ჯგუფი – „საქართველოს ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაცია“.  ღონისძიების სპონსორები იყვნენ გარემოს დაცვის ორგანიზაცია, ბელგიური არასამთავრობო ორგანიზაცია „BCG”, გარემოს დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია „cenn”  და თავად თსუ–ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა.

DSCF9007

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის, რუსთავის, ზესტაფონისა და ახმეტის სკოლის მოსწავლეებმა. მოხსენებები წარადგინეს მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასელებმა. მათივე თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც  მონაწილეობა მიიღეს საუნივერსიტეტო კონფერენციაში. თემები შეეხებოდა საქართველოს ფლორასა და ფაუნას და მის უნიკალურობას. პრეზენტატორებმა ისაუბრეს საქართველოში გარემოს დაცვის პრობლემების მოგვარებაზეც. როგორც კონფერენციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ცოდნის დონის ამაღლებას გარემოს დავცვასა და ზოგადად საქართველოს ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით. ასევე, განავითარებს მათში ანალიტიკურ აზროვნებასა და ჩართულობას სამეცნიერო ღონისძიებებში.

კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ სტუმრები. კომპეტენტურმა სამკაციანმა ჟიურიმ კი შეაფასა მომხსენებლები და  გამოავლინა პირველი სამი გამარჯვებული, რომელთაც „NCG”–იმ საჩუქრად წიგნები გადასცა. ღონისძიების მსვლელობისას გაიმართა ალაფურშეტი, ხოლო დასასრულს კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, სპონსორების მაისურები, გულსაბნევები, სიმბოლური მწვანე ჩანთები, ბუკლეტები და მცირე ზომის, საინფრომაციო–საგანმანათლებლო წიგნები.

1452270_664853340226766_1638602256_nDSCF8968

ნიკა ჩერქეზია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები