2013 წლის 11 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდება ვორქშოპ-სემინარი:–”ახალი ჰორიზონტები თერაპიულ, ინტერვენციულ და ქირურგიულ ჰეპატოლოგიაში”.
სემინარში მონაწილეობას მიიღებენ დიდი ბრიტანეთის იმპერიული კოლეჯის ჰეპატო–ბილიარული ქირურგიის პროფესორი, ჰამერსმიტის ჰოსპიტალის ონკოლოგიისა და ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნ. ჰაბიბი, ასევე, თსსუ-ის პროფესორები: მალხაზ მიზანდარი და თინათინ ჩიქოვანი.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაცია.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N.33, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი, პირველი სართული.
ანა ნადირაძე