2013 წლის 9 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების ეზოში სტუდენტების მიერ მოეწყო მშვიდობიანი აქცია მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ.
სტუდენტებმა სიმბოლურად გადაჭრეს მავთუხლართები და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე ცოცხალი ჯაჭვით წარმოსახეს ერთიანი საქართველოს სიმბოლო ცოცხალი ჯაჭვი.
საპროტესტო თეატრალიზებულ წარმოდგენაში სამედიცინოს ქართველ სტუდენტებს სოლიდარობის გამოცხადების მიზნით შეუერთდა თსსუ–ის 38 ქვეყნის უცხოელი სტუდენტი.
ეთო ნოსელიძე