2013 წლის 1 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში, 29 სექტემბერს ნიგერიაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით ჩატარდა სტუდენტების საპროტესტო აქცია, რომელშიც მონაწილეობდნენ თსს–სტუდენტები მსოფლიოს 38 ქვეყნიდან.
სტუდენტებმა დაგმეს ტერორისტული ორგანიზაციის ქმედება, რომლის შედეგად ნიგერიის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში სასწავლო კოლეჯის საერთო საცხოვრებელზე თავდასხმისას 50 ნიგერიელი სტუდენტი დაიღუპა.
ეს ტრაგედია მოხდა ღამით, როდესაც სტუდენტებს ეძინათ. ამ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა აიღო ისლამისტურმა მოძრაობამ „ბოკო ხარამი“ (ტელეკომპანია BBC), რომლის უმთავრეს მიზანს ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში ხალიფატის შექმნა წარმოადგენს.
ეთო ნოსელიძე