სულაკაურის გამომცემლობა სტუდენტურ ვაკანსიას აცხადებს

დასაქმება

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა აცხადებს სტუდენტურ დასაქმებას. თუ ხარ სტუდენტი და გსურს დასაქმდე წიგნის მაღაზიაში, იკითხო წიგნები და დაეხმარო მკითხველებს არჩევანის გაკეთებაში, 10 ოქტომბრამდე გამოაგზავნე CV და მოკლე სამოტივაციო წერილი მისამართზე ninonad@sulakauri.ge

აღწერე სამოტივაციო წერილში, რატომ გსურს წიგნის მაღაზიაში მუშაობა, გიყვარს თუ არა კითხვა, ეცნობი თუ არა ჩვენ მიერ გამოცემულ ლიტერატურას და დაგვარწმუნე, რომ ზუსტად შენ უნდა შეგარჩიოთ. ჩვენ გთავაზობთ მოქნილ სამუშაო გრაფიკს, დღეში სულ რაღაც 4 სამუშაო საათი წიგნების და მკითხველების გარემოში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები