საერთაშორისო ხელოვნების დღესასწაული უკვე მეორედ იმართება ქალაქ ბათუმში. ღონისძიება ტარედება ესპანეთის ქალაქ მარბელას ფესტივალის „Art Marbella’’-სა და საერთაშორისო კულტურისა და ხელოვნების ცენტრ „Art Georgia’’-ს მხარდაჭერით. „Art Marbella’’ არის კარგად დამკვიდრებული და ცნობილი მოდელი „Ann Arbour’’ ხელოვნების ფესტივალისა, რომელიც უკვე 50 წლის განმავლობაში ტარდება მიჩიგანის შტატში და ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში. „Inter Art Batumi’-ს მიზანია ქართულ და ესპანურ კულტურათა ინტეგრაცია, მათი პოპულარიზაცია ევროპაში. პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდა ხელოვანებს, მათი შემოქმედების წარდგენაში საზღვარგარეთ, ასევე აძლევს მათ სწორ მიმართულებას რეალიზებისთვის. წელს ღონისძიება მიმდინარეობდა 2-3 სექტემბერს, ბათუმმა უმასპინძლა საპატიო სტუმრებს: საერთაშორისო ხელოვნების ექსპერტებს, მარბელას მუნიციპალიტეტის დელეგაციას, ასევე მარბელას ცნობილ მოღვაწეებს და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სოპრანომ – ჯულიან ჰანტერმა. სამხატვრო აკადემიის მოდისა და დიზაინის მიმართულების კურსდამთავრებულებმა კი წარმოადგინეს თავიანთი კოლექციები, რომანტიულ გარემოში, ბათუმის ბულვარში. ფესტივალი დაიხურა ცეცხლოვანი ფლამენკოთი.
ფესტივალის ორგანიზაციული ჯგუფი:
დირექტორი, დამფუძნებელი- ნატალი მიქავა სტიუარტ ფოქსი.
მარბელას საერთაშორისო არტ ასოციაცია-‘არტ მარბელა’’
გენერალური მენეჯერი- ნინო კვარაცხელია
პრ. და კომუნიკაციის მენეჯერი- ირინა ცერცვაძე
არტ დირექტორი-ქეთევან ჩხეიძე
არტ ექსპერტი- სვეტლანა მიქავა
პროექტის კოორდინატორი-რუსუდან ბერიძე(ბათუმი) თამარ სიხარულიძე (თბილისი)
ფესტივალის ჟიური:
მისის ლონი ოლფერსი- საერთაშორისო არტ ექსპერტი (ჰოლანდია)
მისის კაროლინ ბოული- „არტე მარბელლას’’ პრეზიდენტი (ინგლისი)
იორის მარიოტი- დიზაინერი (ჰოლანდია) გივი ფარასტაშვილი-კოლექციონერი
ფესტივალმა მიიღო ყოველწლიური, ტრადიციული ხასიათი და კიდევ უფრო მასშტაბური სახით გაიმართება მომავლ წელს.
მეგი გოგიჩაიშვილი