თსუ–ს ახალი რექტორი ჰყავს

უნივერსიტეტების სიახლეები

დღეს, 16 აგვისტოს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები გაიმართა. არჩევნებში რეგისტრირებული 14–ი კანდიდატიდან 13–მა მიიღო მონაწილეობა, ხოლო მარინე ჩიტაშვილმა კანდიდატურა მოხსნა.

არჩევნები 2 საათის განმავლობაში ფარული კენჭისყრით  მიმდინარეობდა. ხმათა უმრავლესობით, უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად – ვლადიმერ პაპავა აირჩა.

„სტუდენტურ ამბები“ ულოცავს ბატონ ვლადიმერს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობას და უსურვებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღირსეულ რექტორობას.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები