სტუდენტური დღეები 2013 დასრულდა

სტუდენტური ცხოვრება

936385_499876116747035_790775325_n

“სტუდენტური დღეები 2013 ნარკომანიის წინააღმდეგ” დასრულდა! დასკვნითი საღამო 24 მაისს, 19საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობას იღებდა 43 უმაღლესი სასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან. მიმდინარეობის ფარგლებში კი ჩატარდა 25–მდე ღონისძიება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ 2013 წლის “სტუდენტურ დღეებში” პირველად  ჩაერთვნენ შეზღუდული შესაძლებლობის პირებიც. დასკვნით საღამოზე გამოვლინდა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული უნივერსიტეტები:

ინტელექტუალური მიმართულების გამარჯვებული (“რა?სად როდის?”)– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
“აღმოაჩინე შენი ქალაქი” –საქართველოს უნივერსიტეტი.

“საუკეთესო ორატორი”– თორნიკე აზიშვილი( საქართველოს უნივერსიტეტიდან).

“დებატების გამარჯვებული”– საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი.

ნომინაცია “ორგანიზებული გულშემატკივარი” –სამედიცინო უნივერსიტეტი.

ნომინაცია “აქტიური გულშემატკივარი”–საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

წლის აღმოჩენა –ნიკა გუგულაშვილი ( შავი ზღვის უნივერსიტეტიდან).

“სტუდენტური დღეები 2013″–ის გამარჯვებული და გრამპრის მფლობელი გახდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
“სტუდენტური ამბები”  ულოცავს ტექნიკურ უნივერსიტეტს ამ დიდ წარმატებას!

                                                                                                                                                                                                                                                                                                                  სოფიკო კარტოზია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები