დედობა შერჩევით… (სელექციური აბორტები)

ბლოგი

ბავშვობაში გვირილებთან თამაშს ჰგავს: ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, გოგოა, ბიჭია…
დიდი ხანია ბანალურ ფრაზად ითვლება: “ჩემი სხეული ჩემი საქმეა”. კარგი, დავუშვათ, შენი საქმეა, ვინ დაიცავს იმ პატარას სხეულს, ვისაც პროტესტის უნარს ჩასახვის წამიდან უსპობენ?! ამ ლოგიკით, მისი სხეულიც ხომ მისი საქმია?! მხოლოდ იმიტომ კლავ, რომ ფეხბურთზე ვერ მიიყვან?! თუ იმიტომ, რომ ბაღის ზეიმზე “კიკინებს” ვერ გაუკეთებ?! ერთი უკიდურესობაა, მატერიალური სახსრების არ ქონის გამო, ბავშვის მოშორება, “მარტივი გამოსავალი” სიმშვიდისთვის. მეორე უკიდურესობა – მშობლისთვის სასურველი სქესი არ აღმოჩნდი და უნდა “გამოგცვალონ”. ყოველგვარი არჩევანის გარეშე ვიბადებით და ისევ

getimage

ჩვენ ვრჩებით საარჩევნო ობიექტად. დავუშვათ, ბავშვსაც აქვს არჩევანის უფლება, შენთვის სასურველი სქესია, მაგრამ მისთვის სასურველი დედა არ ხარ… როგორ შეგცვალოს?!
ზრდასრული ადამიანი ხარ და მოთხოვნილება გაქვს, არჩევანის უფლება გამოიყენო, მაგრამ ვინმეს სიკვდილის ხარჯზე არა! ნებისმიერი დედა პოტენციური მკვლელია, მსგავსი ქმედების შემთხვევაში. როგორ ცხოვრობდნენ მაშინ, როცა სქესის წინასწარ ცოდნის ფუფუნება არ ჰქონდათ? მათაც რომ მსგავსი მეთოდით “მოეწყოთ” ცხოვრება, დიდი ალბათობაა, რომ რომელიმე ჩვენგანი, უბრალოდ, არ გავჩნდებოდით. ბევრი არგუმენტად მიპასუხებს: “მაშინ სხვა ცხოვრება და სხვა მოთხოვნილებები იყო”. მაშინაც უჭირდათ, ისინიც ადამიანები იყვნენ და მათაც ბევრი რამ აკლდათ, მაგარამ არ კლავდნენ, მითუმეტეს სქესის გამო.

მედიცინა იმდენად განვითარდა, შეგიძლია, ერთ დილას დახატო ბავშვი, შენთვის სასურველი თვალის ფერითა და ცხვირის ფორმით და “შეუკვეთოთ”, ცხრა თვეში დაკვეთა მზადაა. თუმცა, დღეს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, დაბადებამდე შექმნი სრულყოფილ ნახატს თუ არა, რადგან თუ რაიმე არ მოეწონება, შეუძლია, თავად შეიცვალოს. წინსვლა ყველაფერში სასურველია, თუმცა მის ყოველდღიურ აუცილებლობაში გადმოტანა, ვფიქრობ, ნაკლებად მისაღები.

სქესის მიხედვით ბავშვის არჩევა ისეთივე უმნიშვნელოა, როგორც მისი წარბებისა და ტუჩის ფორმა. რისთვის? იმისთვის, რომ სამჯერ ჰაერში არ გაისროლეს?! (ბიჭია, ბიჭი!). ბავშვები წეროებს არ მოჰყავთ და არც კომბოსტოში პოულობენ. ამას ბავშობაში გეუბნებოდნენ ბაღში ტირილით რომ არ წასულიყავი და იქ მისულს სუპი გეჭამა, ასე თუ არ მოიქცეოდი, ან წერო წაგიყვანდა უკან, ან კომბოსტო მოითხოვდა შენს თავს. არ აქვს მნიშვნელობა, ორი ბიჭი გყავს თუ არცერთი, უბრალოდ იამაყე, რომ დედა ხარ.

სოფიკო კვირიაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები