“არილი” – ენა – საუნჯე, რომელიც ჩვენს ხელშია.

კულტურა

555555

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტ ფილოლოგთა გაერთიანება – “არილი” ჩამოყალიბდა.”არილი”დაკომპლექტებულია I და II-კურსელი ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებით.

ასოციაციამ უკვე ჩაატარა ორი გაცნობითი სახის შეხვედრა, როგორც უნივერსიტეტის ლექტორებთან, ასევე სტუდენტებთან.

სტუდენტ ფილოლოგთა გაერთიანების მიზანია – ქართული ფილოლოგიის, როგორც სპეციალობის, არსისა და პერსპექტივის სწორი გაგება, ენის სიწმინდის დაცვა, თანამედროვე ქართული მწერლობის პოპულარიზაცია, ჯანსაღი კრიტიკის დანერგვა და მისი სწორად გაგების ხელშეწყობა.

10771_439392632818359_638408623_n

“თანამედროვე საზოგადოებაში ქართული მწერლობის ცოდნის დეფიციტია, ეს ვითარება განსაკუთრებით საგანგაშოა რაიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და ჩვენი ერთ–ერთი მიზანიც მათი მუდმივი ინფორმირებაა” – მარიამ მათიაშვილი (“არილის” ერთ–ერთი დამფუძნებელი).

აღსანიშნავია, რომ “არილი” სამომავლოდ გეგმავს მთარგმნელობით საქმიანობას და ასევე, არაერთი შემოქმედებითი საღამოს მოწყობას.

893322_439062552851367_746264059_o

გაცნობებთ, რომ ახალგაზრდა სტუდენტ ფილოლოგთა ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ მსურველს 16 წლიდან. თითოეულს კი აქვს შესაძლებლობა, აირჩოს თავისთვის სასურველი დეპარტამენტი:

1.ენა

2.ლიტერატურა

3.საზოგადეობასთან ურთიერთობა

                                                                                                                                                                  სოფიკო კარტოზია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები