ეი-დი-ეიჩ-დი – გენიოსი თუ არარაობა?!

ბლოგი

“ცხოვრება არ აპირებდა ჩვენგან სრულყოფილ არსებათა შექმნას, რადგან სრულყოფილების ადგილი მუზეუმშია” – თუმცა ადამიანთა გარკვეული ნაწილის გონებამ ეს ჩარჩოები გაარღვია და შედეგად, ე.წ. ეი-დი-ეიჩ-დი სინდრომამდე მივიდა. ADHD, ანუ ბავშვები მაღალი ცნობიერებითა და მახვილი ინტუიციით.

ცივილიზაციამ შემთხვევა განდევნა და მოულოდნელობა აღარ არსებობს. კაცობრიობას კი ამის გაანალიზება  და  ყოველდღიურობაში მიღება ჯერ კიდევ უჭირს, მერე რა, რომ XXI საუკუნეა!

                             Image

მათ, “ახალი ცნობიერების ადამიანებს”,  “იისფერი რასის წარმომადგენლებს”,  “ზეციურ მოციქულებს”,  “ათასწლეულის ბავშვებს” და “NEW AGES”- “ახალი ეპოქის ბავშვებს”   უწოდებენ.  1999 წლიდან, მას შემდეგ,  რაც ამერიკელი მწერლის – ლიკერლოს წიგნი  “ინდიგო ბავშვები” გამოიცა, ეს უკანასკნელი ტერმინად დამკვიდრდა. კეროლის აზრით, ინდიგოს პირველი თაობის დაბადების პერიოდად 1970-იანი წლები უნდა მივიჩნიოთ. XX საუკუნის ბოლოდან დაბადებულ ბავშვთა დაახლოებით 60-70% ინდიგო ბავშვად შეიძლება ჩაითვალოს.

ინდიგო ბავშვების ინტელექტის დონე ჩვეულებრივი ადამიანის ინტელექტზე მაღალია. ისინი შეცდომებზე არ სწავლობენ, რადგან  ქვეცნობიერად სწორი გზის არჩევის უნარი აქვთ. აკეთებენ იმას, რაც იციან, რომ შეუძლიათ.

მათ მბრძანებლური ხასიათი და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალურობა ახასიათებთ. სწორედ ამიტომ არ მოსწონთ, როდესაც მათზე მბრძანებლობენ. ინდიგო ბავშვების გაჩენის რამდენიმე მოსაზრება არსებობს, მათგან სამი ჰიპოტეზაა გამოკვეთილი (ალბათ, დამეთანხმებით პირველი ჰიპოტეზის უცნაურობაში):

1. ინდიგო ბავშვი უცხოპლანეტელთან შერწყმით იბადება.

2. ღვთის საჩუქარია.

3. ადამიანის ბუნებრივი მუტაციაა.

Image

ისინი ძალიან კეთილები არიან და ეს, ალბათ, ყველაზე მეტად განასხვავებს მათ საზოგადოებისაგან. შეუძლიათ, სიღრმისეულად უპასუხონ რთულ კითხვებს, აქვთ წინასწარმეტყველების უნარი.

2007 წელს იაპონიის ნაციონალური ტელევიზიის ეთერში გაუშვეს ვიდეო, რომელმაც მეცნიერებიც კი დააბნია. ვიდეოზე ჩანს ინდიგო ბავშვების წიგნის კითხვის უჩვეულო უნარი: ბიჭუნა, რომელიც ფურცლებთან შეხებით წარწერების ამოცნობას ახერხებს; გოგონა, რომელიც ფერების საშუალებით კითხულობს და ბიჭი, რომელიც წიგნს მახვილი სმენის საშუალებით ეცნობა – ყურთან ახლოს მიტანილი წიგნის ფურცლების შრიალით. იაპონელი პედაგოგების განმარტებით, ბავშვები წიგნის ავტორთან კვანტური კავშირის დამყარებას ახერხებენ.

Image

მათ ზუსტად იციან, რა უნდათ და საკუთარი ქმედებების ახსნას აუცილებლობად არ მიიჩნევენ. არსებობს ქმედებები, რომელსაც ინდიგო ბავშვი არასოდეს გააკეთებს: ლოდინი, რიგში დგომა და ა.შ. ვერ აღიქვამენ საყვედურებს დისციპლინის დარღვევასთან დაკავშირებით. ინდიგო ბავშვი მგრძნობიარე და სუსტია. მისგან შეიძლება გენიოსიც დადგეს და არარაობაც. საკუთარ მოთხოვნილებებზე მოურიდებლად საუბრობენ და გამძაფრებული აქვთ სამართლიანობის შეგრძნება. ინდიგო ბავშვების ფენომენს მეცნიერები დიდი ხანია იკვლევენ. მათი აზრით, ინდიგო დიდი ფუფუნებაა, იცოდე ვინ ხარ, რატომ გაჩნდი და როგორ მოიქცე?… ისინი სამყაროს ერთ მთლიანობაში აღიქვამენ. ბავშვები იმ პრობლემებს გადაჭრიან, რომელთაც დღევანდელი საზოგადოება ვერ აგვარებს. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ მათ ე.წ.  ეი-დი-ეიჩ-დი სინდრომი აქვთ, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, განვითარებადი მოშლილობაა ნაგულისხმევი. ახასიათებთ უყურადღებობა, ჰიპერაქტიულობა, იმპულსური ქცევა.


სოფიკო კვირიაშვილი                         

 

                                                                                                                             

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები