28 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეზიის საღამო –”ორი პოეტის ერთიანი სული”გაიმართა. ღონისძიება მიეძღვნა ნიკოლოზ ბარათაშვილისა და გალაკტიონ ტაბიძის ხსოვნას.
საღამოზე მოწვეულმა სტუდენტებმა წაიკითხეს პოეტების ლექსები და დამსწრე საზოგადოებას გაახსენეს ორი გენიის შემოქმედებითი სიახლოვე.
ბედისწერის წინააღმდეგ ამბოხებული ორი სული, მარადიულობას შერკინებულნი, მთელი თავიანთი ცხოვრების მანძლზე ბედის სამძღვარის გადალახვას ცდილობდა. მათი მოღვაწეობა შეგვიძლია სამი სიტყვით დავახასიათოთ: “მოვიდნენ, შექმნეს, წავიდნენ”
აღსანიშნავის ის ფაქტი, რომ ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და მისი მიზანი 6 წლის ნიკოლოზ ნედოსეკინის გადარჩენაში წვლილის შეტანა გახლდათ.
ნიკოლოზს, რომელსაც თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. მაყურებელს კი ჰქონდა შესაძლებლობა, მცირედი წვლილი მაინც შეეტანა პატარა ნიკოლოზის გამოჯანმრთელებაში.
ღონისძეიებას, ასევე, ესწრებოდნენ საქველმოქმედო საინიციატივო ჯგუფ “ადენესის” წარმომადგენლები.
“მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე – ამას გევედრები”.
კორესპონდენტი სოფიკო კარტოზია
ფოტოგრაფი თამარ ქააძე